LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: დღეს, რუსთავში, „ქართული ოცნება“ დამარცხდა – მივესალმები საკრებულოში ოპოზიციის მიღწეულ შეთანხმებას

95
ნიკა მელია - IPN-ს ფოტო

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია რუსთავის საკრებულოში ყოფილი პრემიერისა და პარტია „საქართველოსთვის“ გიორგი გახარიას პარტიის წევრის არჩევას „ქართული ოცნების“ დამარცხებად აფასებს და ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ მიღწეული შეთანხმება მისასალმებელია.

„მივესალმები რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის მიერ მიღწეულ ურთიერთშეთანხმებას. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალები ერთმანეთში ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მთავარი და საკვანძო საკითხი ყველგან რეჟიმის დასუსტება და მისთვის ბერკეტების გამოცლაა! რუსთავში თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია. მანამდე იგივე მოხდა ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში“, — წერს ნიკა მელია „ფეისბუქზე“.

მელია დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ სენაკში, ზუგდიდსა და ბათუმშიც დამარცხდება. მისი თქმით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შემცირდეს „ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდვის, დაშინებისა და შანტაჟის გზით, ქალაქებსა და სოფლებზე კონტროლის შანსები. როგორც მელია აღნიშნავს, ოპოზიცია ამ საქმეში ერთად უნდა იყოს.

ცნობისთვის, დღეს, 31 იანვარს რუსთავის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრის, ნოდარ შეროზიას საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას მხარი 18 დეპუტატმა, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ 15-მა წევრმა დაუჭირა.

მათიკაშვილი: ამას ხუმრობით რეგიონებში პოლიტიკურ ქორწინებას ეძახიან – დღეს დადასტურდა, ეს არის გარიგება სააკაშვილსა და გახარიას შორის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g