რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, თამარ კორძაია ნიკა მელიას საპატიმროში მონახულების შემდეგ აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მზად არის, ყველასთან გააგრძელოს თანამშრომლობა იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე 43% ვერ მიიღოს.
მისივე თქმით, ნიკა მელიას სურს, სამომავლოდ ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია.
ამასთან თამარ კორძაიას თქმით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პოზიცია უცვლელია.
მელია ოპოზიციური პარტიების მომავალია ამ ქვეყანაში – თამარ კორძაია
“პირველ რიგში, მინდა მისი თხოვნა გავაჟღერო, ნიკა მელია ყველა ადამიანს მადლობას უხდის, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე, იბრძოდა მისი გათავისუფლებისთვის და საერთოდ, იბრძვის იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს პროგრესი და წინსვლა.
ნიკა მელიას განწყობაა სამომავლოდ ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია, რადგან ის მჭიდრო კოორდინაციის გარეშე ვერ ხედავს ოპოზიციის მიერ თვითმართველობის არჩევნებზე 58%-ის აღების შესაძლებლობას. ის მზად არის, გააგრძელოს ყველასთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს 43% ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე“, – განაცხადა კორძაიამ.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რატომ ეშინია მისი თავისუფლების “ოცნებას” – დეკანოიძე ციხეში მელიას შეხვდა
