ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის და პარტიის წევრების განცხადებას, რომ ნიკა მელიას გირაოთი გათავისუფლებას იმ შემთხვევაში ეთანხმებიან, თუ პარლამენტი ამნისტიის კანონპროექტის “ქართულ ოცნებისეულ” ვარიანტს არ მიიღებს, მმართველ გუნდში ეხმიანებიან.
„ქართული ოცნების“ წევრი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ ნიკა მელიას ქმედებები აცდენილია, როგორც შარლ მიშელის დოკუმენტს, ასევე საზოგადოების და საქართველოს ინტერესს.
„მელიას აქვს სააკაშვილის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელზეც დაუხაზა ალბათ, როგორ უნდა შესულიყო ციხეში, მერე არ უნდა გამოსულიყო, ამიტომ სააკაშვილის ლაბირინთებში არის გახლართული ბატონი მელია, რაც ადამიანურად შესაცოდია ნამდვილად“, – აცხადებს “ქართული ოცნების” წევრი ალუდა ღუდუშაური.