LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას 8 თვით პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

115
ნიკა მელია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა – ნიკა მელია სასამართლომ დამნაშავედ ცნო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. ამასთან, 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელი- ჯარიმა 25 000 ლარი დაემატა განაჩენს. 2019 წლის განაჩენით მელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იქნა ცნობილი.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია თავად ნიკა მელია, რადგან მოსამართისთვის წყლის შესხმის გამო, ის სხდომათა დარბაზიდან არის გაძევებული.

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალი წარედგინა

ნიკა მელიას დღეს არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.

შეგახსენებთ, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს. მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რაც კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, აღნიშნული კი მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g