LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას დააპატიმრებენ თუ არა, ჩვენ მაინც უნდა მივაღწიოთ ქვეყანაში ვადამდელ, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს: სალომე სამადაშვილი

50
FORTUNA.GE- (8)

“ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული პროცესი, ეს არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყანაში ვადამდელ, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს.” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა და თქვა, რომ ეს გარდაუვალია იმის მიუხედავად, დააკავებენ თუ არა ნიკა მელიას.

სამადაშვილის თქმით, ის თუ როგორ იმოქმედებს ოპოზიცია, დამოკიდებულია ხელისუფლების დღევანდელ ქმედებებზე:

“ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული პროცესი, ეს არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყანაში ვადამდელ, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. ხელისუფლება ნიკა მელიას დააპატიმრებს თუ არა, ეს გარდაუვალი იქნება იმიტომ, რომ ჩვენმა ხალხმა ძალიან დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი, რომ იცხოვროს თავისუფალ სახელმწიფოში.” – თქვა მან.

სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიცია აპირებს, მშვიდად, მაგრამ ძალიან მტკიცედ უთხრას ხელისუფლებას, რომ არ შეეგუებიან ქვეყანაში ავტოკრატიული რეჟიმის გაფორმებას:

“ვკონცენტრირდეთ დღევანდელ დღეზე. ხედავთ, რომ აქ მთელი ოპოზიციური სპექტრია შეკრებილი, უამრავი ჩვენი მოქალაქე. ვაპირებთ, რომ ძალიან მშვიდად, მაგრამ ძალიან მტკიცედ ვუთხრათ ხელისუფლებას, არ ვაპირებთ შევეგუოთ ქვეყანაში ავტოკრატიული რეჟიმის გაფორმებას.” – ამბობს სამადაშვილი.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

დღეს კი მასთან აღსრულების სამსახური განჩინების გადასაცემად მივიდა, თუმცა ისინი მელიასთან არ შეუშვეს. “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან ამ დროისთვის შეკრებილები არიან პარტიის წევრები და მხარდამჭერები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები