„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტომობილებით მსვლელობას მართავენ.
ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს. თავად მელიას პოზიციაა, რომ „ყველა ვინც გირაოს გადაიხდის მისი მტერი იქნება“.
ქართულ ოცნებას – მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით: ნიკა მელია
„ჩვენ ერთად ვნახეთ ნიკა მელიას ძალიან ცალსახა და მკვეთრი პოზიცია, რომ ის არც ერთ შემთხვევაში არანაირი გირაოს გადახდას არ აპირებს. ყველა ის ადამიანი ვინც ამას გააკეთებს, მისი მტერი იქნება, ვინც არ უნდა იყოს.
დღეს კიდევ ერთხელ ჩავალთ რუსთავში, რომ კიდევ ერთხელ გავამხნევოთ ნიკა მელია. „ქართულ ოცნებას” თავში რა მოუვა, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის, მაგრამ ფაქტია, რომ ნიკა მელია კატეგორიული წინააღმდეგია, ვინმემ მისი თავისუფლებით ივაჭროს”, – განაცხადა ნადირაძემ.
პროკურატურას შეუძლია, ნიკა მელია დღესვე გირაოს შეფარდების გარეშეც გაათავისუფლოს: ნინო ლომჯარია