LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის მუხლი, რომლის საფუძველზეც ნიკა მელია ნებისმიერ მომენტში შეიძლება გათავისუფლდეს: გიორგი ბურჯანაძე

146
გიორგი ბურჯანაძე

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხს ეხმიანება. როგორც ომბუდსმენის მოადგილე წერს, სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, ნიკა მელიას გათავისუფლებაა უპირობოდაა შესაძლებელი.

სისხლის სამართლის კოდექსი – მუხლი 70

“დანაშაულის ჩამდენი შეიძლება, გათავისუფლდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დადგინდება, რომ ქმედებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია ვითარების შეცვლის გამო. ეს არის მუხლი, რომლის საფუძველზეც ნიკა მელია ნებისმიერ მომენტში შეიძლება გათავისუფლდეს. ეს მუხლი პროკურატურას აძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს გამოუშვან მელია (გირაოს და ყველაფრის გარეშე).

სრულიად პოლიტიკური სპექტრია ამ საკითხის გარშემო გაერთიანებული საქართველოში. ეს არის საკითხი, რომელიც დასავლური ინტეგრაციის წინაპირობაა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საფუძველზე  გენერალური პროკურორისთვის დამატებითი ვალდებულებაა,” – წერს ბურჯანაძე Facebook-ზე.

 

mazda magti 5g