LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა დარჩება თუ არა ციხეში: კელი დეგნანი

63
კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, შარლ მიშელის მიერ ინიცირებული დოკუმენტი, რომელსაც „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილმა მოაწერეს ხელი, მნიშვნელოვანია.

მისივე შეფასებით, შეთანხმების მიღწევაც წინგადადგმული ნაბიჯია.

დეგნანის განცხადებით, შეთანხმებით გათვალისწინებულ ამნისტიის კანონზე მსჯელობა მიმდინარეობს, რაც შეეხება ნიკა მელიას, დარჩება თუ არა ის ციხეში, დეგნანის თქმით, ეს მისი პერსონალური გადაწყვეტილებაა.

მოვუწოდებთ იმ პარტიებს, რომლებსაც ჯერ არ მოუწერიათ ხელი, გამოიჩინონ გამბედაობა და შეთანხმებას ხელი მოაწერონ: გაერთიანებული სამეფოს ელჩი

“შეთანხმების მიღწევა იყო მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი. პროცესი წინ მიდის. მტკივნეული პერიოდი იყო 2019-2020, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ადვილი არ იყო კომპრომისის მიღწევა. ამნისტიის კანონზე მიდის მსჯელობა. ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა დარჩება თუ არა ციხეში. მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზებზე ვსაუბრობთ. ქვეყანამ უნდა შეძლოს უდიდეს გამოწვევებზე პასუხის გაცემა”. – აღნიშნა დეგნანმა.

შე დალოცვილო, გიხდიან გირაოს და გამოდი: ალეკო ელისაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” მავნებლურ ძალას უწოდებს

ამნისტიის პროექტზე, რომელიც ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ დარღვევებს და დაკავებებს ეხება, კომიტეტმა მუშაობა დაიწყო: ოხანაშვილი

“ოცნებამ“ გამოხატა ნება აპატიოს მელიას უმძიმესი დანაშაული, შეუძლია მიიღოს ან არ მიიღოს ეს პატიება: კობახიძე

mazda magti 5g