LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას თქმით, უახლოეს დღეებში დაასახელებს თბილისის კოალიციურ მთავრობას

207
24432902445813323585969285722987588932508861n

თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, უახლოეს დღეებში დაასახელებს თბილისის კოალიციურ მთავრობას.

“უახლოეს დღეებში დავასახელებ. ეს უნდა იყოს არჩევნები, სადაც ქართულ ოცნებას უპირისპირდება ნიკა მელია კი არა, ცვლილებები”,-განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქის მთავრობა კოალიციური იქნება და უახლოეს დღეებში დაასახელებს ჩრდილოვან კაბინეტს, სადაც წევრების ხვადასხვა პარტიიდან იქნებიან.

“რა თქმა უნდა, სახელებითა და გვარებით, პოლიტიკური პარტიებით დავასახელებ. დაწყებული მაქვს კონსულტაციები. მე მოვიცავ ყველა ოპოზიციურ პარტიას. რაც მალე, მით უკეთესი, საზოგადოების წინაშე წარსდგებით ერთიანი ჩრდილოვანი დედაქალაქის მთავრობით, სადაც საკუთარ თავს დაინახავს ყველა თბილისელი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g