LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნიკა მელიაზე უკეთესი ჩემთვის მიხეილ სააკაშვილია” – გია ბარამიძე

92
BeFunky-collage - 2022-11-11T010323.159

ნიკა მელიაზე უკეთესი ჩემთვის მიხეილ სააკაშვილია, – აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გია ბარამიძემ “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიაში სხვა ჯგუფებს არ ცნობს და დაპირისპირების ფორმულას არ იზიარებს.

„მჯობნის მჯობნი არ დაილევაო“. თუ ვიღაცა იქნება ნიკა მელიაზე უკეთესი, იმას მივცემ ხმას. ჩემთვის ნიკაზე უკეთესი, მე ვისაც ვხედავ, რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ მისი გუნდის წევრი და მე არ ვცნობ პარტიაში სხვა ჯგუფებს, მე დაპირისპირების ფორმულას არ ვიზიარებ. მიხეილ სააკაშვილმა ისეთი პარტია ჩამოაყალიბა, სადაც ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა და ამის არავის ეშინოდა. ამჟამად ჩემი მისია იქნება პარტიის გაერთიანება“, – განაცხადა ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g