LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა რაჭველის ემოციური პოსტი დედას – „გული მტკიოდა, რომ ვერ ვშველოდი…“

32

ნიკოლოზ რაჭველი დედასთან დამშვიდობების დღეს იხსნენებს გულისამაჩუყებელი ჩანახატით, რომელსაც „ფეისბუქზე“ აქვეყნებს.

„დღეს 24 დეკემბერია, ბევრისთვის ერთი ჩვეულებრივი, ეკლესიურად კი ყველა იმ წმინდანის ხსენების დღე, რომელთაც ცალკეული დღესასწაული არ აქვთ კალენდარული წლის განმავლობაში. სწორედ ამ დღეს 2 წლის წინ უკანასკნელად ჩავხედე თვალებში ჩემს ძვირფას დედას, ბოლოჯერ მოვისმინე მისი სუნთქვა, ვხედავდი, როგორ ნელდებოდა მისი მაჯისცემის რიტმივიდექი მის საწოლთან და გაუცნობიერებლად ვიმეორებდი ერთი და იმავე წინადადებას: ნუ გეშინია, დედა, მე შენთან ერთად ვარ, ყველაფერი კარგად იქნება! ეს იყო წუთები, როდესაც სამყაროს კანონზომიერებას ერთდროულად ვეთანხმებოდი და ვეწინააღმდეგებოდი, წუთები, როდესაც მიხაროდა, რომ მასთან ერთად ვიყავი და იმავდროულად გული მტკიოდა, რომ ვერ ვშველოდი და სიკვდილის პირისპირ მარტოს ვტოვებდი

მას მერე ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მოხდა, 50-ზე მეტი საკონცერტო გამოსვლა საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ, პრემიერები, მათ შორის მისადმი მიძღვნილი სიმფონიური თხზულების, მრავალი ახალი პროექტი, საოცარი მსმენელით სავსე დარბაზები და გულთბილი ოვაციები. და ახლა უკვე ყოველთვის, როდესაც დარბაზში შუქი იკლებს, ორკესტრი ინსტრუმენტების აწყობას იწყებს, მაყურებელი სავარძელში კალათდება და მე სცენის ზღურბლთან, გასვლამდე რამდენიმე წამით ადრე, მღელვარებისგან პირჯვარს ვიწერყოველთვის ჩამესმის ჩემივე სიტყვები, ოღონდ უკვე მისი ხმით, მისი ინტონაციით: ნუ გეშინია შვილო, მე შენთან ერთად ვარ, ყველაფერი კარგად იქნება!..

P.S. ყოველთვის ვფიქრობ რა გახდა ჩვენი პროექტისმსოფლიო კინომუსიკის შედევრებისასეთი ჯადოსნური წარმატების მიზეზი (მაყურებელთა თხოვნით 8-ჯერ გავიმეორეთ და საშუალო სტატისტიკური მონაცემებით 18.000 მაყურებელს ვუმასპინძლეთ), და მგონი ამოვიცანი: ყოველი ეპიზოდი, ყოველი მელოდია, ყოველი სიტყვა ჩემთვის უხილავ კავშირშია ჩემს ძვირფას დედასთან, რომელმაც შემაყვარა მაღალი ხელოვნება, მუსიკა, კინო, თეატრი

29 და 30 დეკემბერს კიდევ ერთხელ დავამყარებ ამ უცნაურ, ენით აუწერელ, ზეციურ კავშირს, კიდევ ერთხელ გავუზიარებ ჩემს აუდიტორიას სიყვარულსა და სიხარულს, კიდევ ერთხელ (უფრო ზუსტად კი ორჯერ) სცენაზე გასვლის წინ გადავიწერ პირჯვარს და დაველოდები გამხნევებას ზეციური სამყაროდან და ანთებული თვალებით შევაბიჯებ სცენაზე, რომელიც სახლზე მეტად ძვირფასია ჩემთვის. სცენაზე კი ჩემს უძვირფასეს მეგობრებთან, ჩემს გენიალურ, სასახელო, შეუდარებელ ანიტა რაჭველიშვილთან და ჩემს ერთადერთ ოჯახთანეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მთელს ენერგიას შევალევ დარბაზში მობრძანებული ადამიანების გულების გათბობას!!! ყველას გელოდებით!!! ერთი სული მაქვს!!!“ – აღნიშნავს ვრცელ პოსტში „ფეისბუქზე“ ნიკა რაჭველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები