LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NIKE-მა ფრანჩესკო ტოტის პატივსაცემად სპეციალური ბუცები გამოუშვა

174

Nike-მა ”რომას” ცოცხალი ლეგენდის, ფრანჩესკო ტოტის 25 წლიანი კარიერის აღსანიშნავად სპეციალური ბუცები დაამზადა.

ბუცები შეზღუდული ტირაჟით გამოუშვეს- მხოლოდ 2500 წყვილი. ფეხსაცმლის ზედა ნაწილი მთლიანად ოქროსფერითაა დაფარული, უკანა მხარეს კი შავი ასოებით ფეხბურთელის გვარია ამოტვიფრული. ბუცის შიგნითა მხარე ”რომას” ფერებითაა გაწყობილი. წითელ ფონზე ოქროსფრადაა გამოსახული წარწერა ”Totti X Roma”.

“როდესაც დავფიქრდი ფეხსაცმელზე, რომელსაც ჩემი საფეხბურთო კარიერის 25 წლისთავის აღსანიშნავად გამოუშვებდნენ, თვალწინ მაშინვე წარმომიდგა რაღაც ოქროსფერი, ძვირფასი და ბრწყინვალე, ისეთივე, როგორიც ჩემი გუნდი და ქალაქია. ” –  განაცხადა ”იმპერატორმა”.

ბუცების თითოეულ წყვილს უნიკალური სერიული ნომერი აქვს. ისინი გაყიდვაში გუშინ ჩაეშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები