LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკი მინაჟი ანიმაციური ფილმის პერსონაჟს გაახმოვანებს

BeFunky-collage (27)

ნიკი მინაჟი ანიმაციის ,,ბრაზიანი ჩიტები” მეორე ნაწილში ერთ-ერთ პერსონაჟს გაახმოვანებს. ჯერჯერობით უცნობია რომელი გმირის ხმა იქნება 36 წლის ვარსკვლავი, რომელმაც მსგავსი ამპლუა 2012 წელს, ,,დიდი გამყინვარების” მეოთხე ეპიზოდში მოირგო. მაშინ ეპატაჟური რეპერი სტეფის გამხმოვანებლად მოგვევლინა.

აღსანიშნავია, რომ ვიდეო თამაშზე დაფუძნებული ანიმაციური ფილმის სიქუელში კვლავ გავიგებთ ისეთი არტისტების ხმებს, როგორებიც: ჯეისონ სუდეიკისი, ჯოშ გადი, დენი მაკბრაიდი, ბილ ჰეიდერი და პიტერ დინკლეიჯი არიან.

,,ბრაზიანი ჩიტები 2” დიდ ეკრანებზე 2019 წლის 16 აგვისტოს გამოჩნდება.