LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან

157
1

გასული წლის 15 სექტემბერს, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

გადაწყვეტილების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა განაცხადა.

დღეს სასამართლო სხდომაზე საქმეში ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯა და კვლავ ძალაში დარჩა.

შეგახსენებთ, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია 2021 წლის სექტემბერში მოკლეს.

მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა.

ფოტოკოლაჟში გამოყენებულია IPN-ის ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g