ნიკო კვარაცხელიას სახელობის „გემი-ბიბლიოთეკა” შეიქმნება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
,,მრავალმხრივი მოლაპარაკება დასრულდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან თანხმობა მივიღეთ;
ეს იქნება სოფელ განმუხურში მდგარი გემი-ბიბლიოთეკა, სადაც სპეციალური სამკითხველოები მოეწყობა და არის განზრახვა, რომ გემბანზე სამომავლოდ საზაფხულო ლიტერატურული კაფეც გაჩნდეს.
გარდა ნიკო კვარაცხელიას სახელისა, რომელიც ნაადრევად გამოვასალმეთ სიცოცხლეს და რომლის სახელიც განათლებულ მომავალთან კავშირს გულისხმობს, ეს ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეებისთვის ერთგვარი შეხსენება იქნება იმისა, რომ ერთმანეთთან მიმავალი გზა სწორედ ცოდნისაა.
პროექტს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და მთავარი მხარდამჭერი ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი ∙იქნება”, – წერს გიორგი კეკელიძე.
ამ ამბავს ეხმაურება ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძეც და საჯაროდ მადლობა იხდის.
„სულთმოფენობას ამაზე დიდი საჩუქარი რა უნდა იყოს, განათლება ყოფილიყოს საწინდარი აფხაზ ძმებთან ნახეთქი ჭრილობის შეხორცებისა…
ვფიქრობ რომ “ნიკოს გემი” შეცურავს სინათლით და სიყვარულით.
სულთმოფენობას გილოცავთ”, – წერს იზა.
„ტკივილით, დარდით და უსამართლობის განცდით უკვე მერამდენე ნიკოლოზობაა“ – იზა ომაძის ემოციური მილოცვა