LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკო როსბერგმა საკუთარი რარიტეტული Mercedes 300 SL Gullwing გვაჩვენა

60

ფორმულა ერთის ყოფილმა ჩემპიონმა, ნიკო როსბერგმა საკუთარი Mercedes 300 SL Gullwing-ის დემონსტრირება მოახდინა.

ვიდეორგოლი ქსელში თავად ავტომრბოლელმა განათავსა. მან თავისი Mercedes 300 SL Gullwing-ით მონაკოს ქუჩებში იარა.

ავტომობილი 1955 წელს გამოვიდა და რესტავრაციის პროცესი გაიარა. თუმცა, უცვლელი დარჩა ანთების სისტემა, ასევე ორიგინალია ტყავის სავარძლები, რომლებიც უკვე 60 წელზე მეტის არის.

ამასთან, რესტავრატორებმა კეთილსინდისიერად იმუშავეს ძარასა და კარებზე და მათ უფრო თანამედროვე სახე მისცეს. ამიტომ ავტომობილი თავისი ასაკისთვის შესანიშნავად გამოიყურება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები