LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ ფაშინიანი: „ჩვენი თხოვნაა, ევროკავშირი-საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს… ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა“

112
ნიკოლ ფაშინიანი

„სომხეთში ბევრი სვამს კითხვას – როდის გახდება სომხეთი ევროკავშირის წევრი, ჩვენი პასუხი ძალიან ნათელია, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი მისი სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, „მათი ამოცანაა, სომხეთმა გააგრძელოს რეფორმების გზა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით და, პირველ რიგში, ობიექტურად დააკმაყოფილოს ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმები.

ფაშინიანის თქმითვე, ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა.

„საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა და ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა და ჩვენი მოლოდინი და თხოვნაა, რომ ევროკავშირი-საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, როგორც საქართველოსთვის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

magti 5g