LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ ფაშინიანი: ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ერთობლივ ძალისხმევას სომხეთსა და საქართველოს შორის უკეთესი და ეფექტიანი ეკონომიკური თანამშრომლობისკენ მივმართავთ

79
ფაშინიანი და ღარიბაშვილი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ერთობლივ ძალისხმევას სომხეთსა და საქართველოს შორის უკეთესი და ეფექტიანი ეკონომიკური თანამშრომლობისკენ მიმართავენ.

„სასიამოვნოა, რომ ჩემი კოლეგისა და მეგობრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თბილისში ნახვის შესაძლებლობა მომეცა. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას სომხეთსა და საქართველოს შორის უკეთესი და ეფექტიანი ეკონომიკური თანამშრომლობისკენ მივმართავთ“,- წერს ნიკოლ ფაშინიანი.

“საქართველოს პრემიერმა გადმომცა ნიკოლ ფაშინიანის თხოვნა, რომ მას ჩემთან შეხვედრა სურს” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი