20 ივნისს, ავსტრალიელი მსახიობი ნიკოლ კიდმანი 50 წლის გახდა. წლების მანძილზე ვარსკვლავი უამრავი წამყვანი დიზაინერის, ჯორჯო არმანის, ალექსანდრ ვანგისა და სხვების მუზა გამხდარა. 30 წლიანი კარიერის მანძილზე კი მას თითქმის არცერთი ჩავარდნა არ ჰქონია. კიდმანის ყოველი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე ყოველთვის განხილვის საბაბი ხდება და ეს არა წარუმატებებლი პლასტიკური ოპერაციების, არამედ უზადო ვიზუალისა და უნაკლო გემოვნების დამსახურებაა.
„ის თავს უფლებას აძლევს, რაც უნდა ის ჩაიცვას, თუმცა მას მაინც ურჩევია, დაიფაროს ხელები და აქცენტი დეკოლტეს ზონაზე გააკეთოს, რაც ნამდვილად ძალიან უხდება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ისე ჩავაცვათ, რომ ყურადღება მის წვრილ წელზე გამახვილდეს“ – აცხადებენ მსახიობის სტილისტები.




