ოსკაროსანი ნიკოლ კიდმანი ავტობიოგრაფიის დაწერას გეგმავს. წიგნში დეტალურად იქნება აღწერილი ტომ კრუზთან თანაცხოვრებისა და დაშორების დეტალები, ასევე მუსიკოს კიტ ურბანთან ქორწინების შესახებ.
არსებობს ვერსია, რომ გამომცემლობამ, რომელიც მის წიგნს გამოუშვებს, მსახიობს 8 მილიონი დოლარი შესთავაზა, სწორედ ეს სახელდება კიდმანისთვის ძირითად მოტივაციად, რადგან ვარსკვლავი არ გამოირჩევა პირადი ცხოვრების ხშირი გასაჯაროებით და ბევრი დეტალის საიდუმლოდ დამალვას ამჯობინებს.