LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლა სარკოზის 4 ქვეყანაში გამგზავრება აეკრძალა

108

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტისთვის, ნიკოლა სარკოზისთვის დაწესებული სასამართლო კონტროლის ფარგლებში, სარკოზის ოთხ ქვეყანაში გამგზავრება ეკრძალება.
ნიკოლა სარკოზის, რომელსაც 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების არალეგალურად დაფინანსების საქმეში ბრალი წაუყენეს, ეკრძალება გამგზავრება ლიბიაში, ტუნისში, ეგვიპტეში და სამხრეთ აფრიკაში.
გარდა ამისა, მოსამართლემ ნიკოლა სარკოზის აუკრძალა კონტაქტში შესვლა ცხრა პირთან, მათ შორის მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ კლოდ გეანთან და საფრანგეთის ყოფილ შს მინისტრ ბრის ორტეფოსთან.
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების საქმეში ბრალი წაუყენეს. ნიკოლა სარკოზის გამოძიებამ ბრალი წაუყენა პასიურ კორუფციაში, საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებაში და ლიბიური სახელმწიფო სახსრების მიმალვაში. ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით ნიკოლა სარკოზი სასამართლო კონტროლის ქვეშ იქნება.
20 მარტს საფრანგეთის პოლიციამ ნიკოლა სარკოზი ჩვენების მიცემის მიზნით დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g