LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლა სარკოზის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – ის სასჯელს სახლში, ელექტრონული სამაჯურის ტარებით მოიხდის

72
ნიკოლა სარკოზი

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, 2012 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონოდ დაფინანსებისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მედიის ინფორმაციით, ყოფილ პრეზიდენტს საშუალებას მისცემენ სასჯელი სახლში ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის ტარებით მოიხადოს.

სასამართლომ ნიკოლა სარკოზი 2012 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონოდ დაფინანსებაში დამნაშავედ დღეს ცნო.

პროკურატურის მტკიცებით, ნიკოლას სარკოზიმ არჩევნებისთვის კანონით დასაშვებ 22.5 მილიონ ევროზე თითქმის ორჯერ მეტი თანხა დახარჯა. ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი წელს მეორედ გამოიტანეს.

სასამართლომ მიმდინარე წლის მარტში სარკოზი დამნაშავედ ცნო გამოძიების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით მოსამართლის მოსყიდვის მცდელობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g