LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლას მადურომ ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

120
ნიკოლას მადურო

ვენესუელის მთავრობა განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ნიკოლას მადურომ ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მთავრობის ცნობით, ვენესუელა აშშ-ის „სამხედრო აგრესიას გმობს“.

„მსგავსი აგრესია საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში. ასევე, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვენესუელის მთავრობის განცხადებით, „აშშ-ის აგრესიის მიზანი ვენესუელის ნავთობსა და მინერალებზე კონტროლის მოპოვებაა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g