LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ფალიანს ცნობილმა პოეტმა ემოციური ლექსი მიუძღვნა: „გულში ჩაიკრავს სვანეთი მთაკაც, ცრემლად იწვეთებს თეთნულდი, უშბა…“

228
ნიკოლოზ ფალიანი

22 მაისს, უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაღუპული ცნობილი მთამსვლელი და სამთო გიდი, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანი 27 მაისს დაკრძალეს.

„ცუდი, უსაშველოდ გაუსაძლისი დღე დგება ჩვენს გვარში, ალბათ მთელ სვანეთში… შენი თავი შენვე ჩაწერე ოქროს ასოებით „სვანეთის სულთა მატიანეში“ – ნიკოლოზ ფალიანის მამიდა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ნიკოლოზ ფალიანს საზოგადოება ემოციურად დაემშვიდობა – გამომშვიდობების კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გარდაცვლილ მთამსვლელს პოეტმა და ფილოლოგმა მიხეილ გელაძემ კი ლექსი მიუძღვნა.

„არ ვიცი როგორ გავბედე ამ ვიდეოს გაკეთება…“ – ნიკო ფალიანს დამ ემოციური პოსტი და ვიდეო მიუძღვნა

„(არავის ეგონოს სვან ვაჟკაცს, გულიან და შეუპოვარ ქართველს – ნიკო ფალიანს აჭარის მთები არ დასტიროდნენ)

„სად გაგონილა მთების მუხლმოყრა,

სამსჯავროზე ჰყავთ მწვერვალი უშბა,

რად არ ჩაიკრა გულში მთამსვლელი,

ნიკო ფალიანს ხელი უშვა?!

რად არ შეასხა ფრთები მთავაჟკაცს,

მას ხომ უყვარდა, უყვარდა უშბა,

როგორ არ შერცხვა სვანური ქუდის

და ღრმა უფსკრულში რად გადაუშვა?!

ბინდით მოცულა მთელი სვანეთი,

ყინულის ლოდად ქცეულა უშბა,

გმინავს ფშაველი, ოხრავს ხევსური,

ცხარე ცრემლები დაღვარა თუშმა.

დგანან კოშკები შავარშიანი,

მათ ისევ ცერად დაჰყურებს უშბა,

რას უპასუხებს, რა უნდა უთხრას,

ბუნების წესით მუდამ პირქუშმა.

სულ არ მინდოდა შენი სიკვდილი,

ჩემი წესია კლდედ ვიდგე უშბა –

პასუხობს თხემი, ქედი და წვერო,

ნანობს „კლდის ვეფხვი“ რომ დაეკუშტა.

გულში ჩაიკრავს სვანეთი მთაკაცს,

ცრემლად იწვეთებს თეთნულდი, უშბა,

დაიბადება ვეფხვის ბოკვერი,

მთის სიყვარულმა ვერსად გაუშვა.

სად გაგონილა მთების მუხლმოყრა,

რად გარინდულა მწვერვალი უშბა?!

დროშა უპყრია ნიკო ფალიანს,

აღმართა ზეცად, ძირს არ დაუშვა.

მიხეილ გელაძე. ბათუმი, 24. 05. 2025 წელი“…

„მშვიდობით ნიკო, შენი სვლა თოვლში არასოდეს წაიშლება…“ – უშბაზე ექსპედიციის დროს დაღუპულ მთამსვლელს, ნიკოლოზ ფალიანს მეგობრები ემშვიდობებიან

ნ ი კ ო ფ ა ლ ი ა ნ ს (არავის ეგონოს სვან ვაჟკაცს, გულიან და შეუპოვარ ქართველს – ნიკო ფალიანს აჭარის…

Posted by მიხეილ გელაძე on სამშაბათი, 27 მაისი, 2025

შეგახსენებთ, ალპინისტი და სამთო გიდი, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი სიმაღლიდან გადავარდა.

„ნიკო ივნისის ბოლოს ბიჭს ელოდებოდა, პირველ შვილს… თხილამური ყინულის ნატეხს წამოედო, 800 მეტრი იფრინა“ – რას ჰყვებიან უშბაზე დაღუპული ნიკოლოზ ფალიანის მეგობრები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g