LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ქართველი: „სალომეს წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ კარაოკეში ხელს ვთხოვდი… ძალიან ვღელავდი, რადგან მანამდე ოფიციალურად ხელი არავისთვის მითხოვია…“

950
ნიკოლოზ ქართველი და სალომე უშხვანი

ახლახან „პრაიმჰაუსის“ ცნობილმა წყვილმა – ნიკოლოზ ქართველმა და სალომე უშხვანმა დაქორწინება გადაწყვიტეს.

ნიკოლოზმა სალომეს ხელი მეგობრის კარაოკეში მოულოდნელად სთხოვა.

ამ დღის შესახებ ის ჟურნალ „გზას“ უამბობს:

„წარმოდგენა არ ჰქონდა ხელის თხოვნის შესახებ! ჩემი მეგობრის კარაოკეში, სადაც ვმუშაობ, ვთხოვე ხელი. ძალიან ვღელავდი, რადგან მანამდე ოფიციალურად ხელი არავისთვის მითხოვია. ცოლი მყავდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაშინ დაოჯახება ერთად გადავწყვიტეთ…“

სალომე უშხვანი: 

„ეჭვადაც არ მქონია, რომ ხელს მთხოვდა. კარაოკეში ჩვეულებრივად მივედი. უბრალოდ, ის სიმღერა ჩაირთო, რომელიც მე დამიწერა. გამიკვირდა. ვიფიქრე, არაფხიზელ მდგომარეობაშია და „მოაწვა-მეთქი…“

სალომე უშხვანი: „ჩემს ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობა მე დავასრულე, მასთან ცხოვრება გაუსაძლისი იყო…“

„პრაიმჰაუსის“ მონაწილე, რომელსაც მაკა ასათიანს ამსგავსებენ, ცეცხლოვან ფოტოსესიას გვიზიარებს: სალომე უშხვანი წელს ზევით შიშველი პოზირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები