LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი კლინიკურ სიკვდილზე: „პირველი ოპერაციის დროს გული გამიჩერდა… ვნახე გვირაბი, სინათლე, იყო სურვილი არდაბრუნების…“

334
რაჭველი(1)

ნიკოლოზ რაჭველი რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „ვარსკვლავური დუეტი“ ჰყვება, როგორ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი:

„ეს იყო 2002 ან 2003 წელს. მაშინ, როდესაც ძალიან გავსუქდი და წონის პრობლემაც კი აღარ მქონდა, ჯანმრთელობის პრობლემამაც შემაწუხა. ეს ის პერიოდია, როცა გია ყანჩელის პროექტი, ნატო მეტონიძის შესრულებით, გამოვუშვით ალბომის სახით და ოპერის თეატრში. ამის შემდეგ სიარულიც კი მიჭირდა. მაშინ გია ყანჩელმა სთხოვა ჯულია ხოფერიას, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და საკმაოდ შეძლებული ოჯახის წარმომადგენელია და მისი მეუღლე მედიცინის დარგში წამყვანი ფიგურა გახლდათ, მიეხედათ ჩემთვის და ემკურნალათ. გამიშვეს მოსკოვში. იქ, როდესაც პირველი ოპერაცია გამიკეთეს კუჭთან დაკავშირებით, ამ ოპერაციის დროს გამიჩერდა გული. ჯულია ხშირად იხსენებს, მარტო მელოდებოდა მოსაცდელში და როცა შეატყობინეს, რომ ნიკა დავკარგეთო, დღემდე ამბობს, რომ ასეთი მძიმე წუთები არც მანამდე და არც მერე არ გადაუტანია. ჩაბარებული ჰყავდა ახალგაზრდა ადამიანი… ელექტროხელსაწყოებით, რამდენიმე ცდის შემდეგ, მომაბრუნეს და რაღაცნაირად ჩემი გული ამუშავდა. მე მახსოვს ის სტანდარტული ამბავი, რომელსაც ყველა ჰყვება. გვირაბი, სინათლე, სიმსუბუქე, სურვილი უკან არდაბრუნების, ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს. არ ვიცი, ამან რა შეცვალა ხასიათში თუ მუსიკაში, მაგრამ ეს ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს… საბედნიეროდ, გავაგრძელე ცხოვრება და დღეს აქ ვარ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g