LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი: „მთელი გულით მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო სპეციფიური დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს, რომლებიც სიმწრით ითხოვენ შვილების გადასარჩენად სახელმწიფოს დახმარებას!“

138
fot (1)

ნიკოლოზ რაჭველი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს სოლიდარობას უცხადებს.

ამის შესახებ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ შეუძლებელი უნდა შეძლოს მათი თხოვნის დასაკმაყოფილებლად.

„ვსხედვართ, ველოდებით, ვხმაურობთ, აღარ ვიცით როგორ მივაწვდინოთ  ხმა პრემიერს“ – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობელი

„ვთვლი, რომ ვალდებული ვარ და ამავე დროს მთელი გულით მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო სპეციფიკური დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს, რომლებიც სიმწრით ითხოვენ შვილების გადასარჩენად სახელმწიფოს დახმარებას! ვაცნობიერებ რა, რომ ჩვენი საზოგადოების გადასახადების გადამხდელთა დიდი უმრავლესობა სოლიდარულია მათ მიმართ, მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეუძლებელი შეძლოს მათი თხოვნის დასაკმაყოფილებლად!
ჩვენ ვართ ქართველი ერი და თუ მე მაქვს სამართლიანი შეგრძნება ვამაყობდე ამ ერის შვილობით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სოლიდარობა და თანაგანცდა გაჭირვებული და პრობლემებით სავსე ადამიანთა (მით უფრო მოზარდთა) მიმართ!
მთავრობავ, გამოფხიზლდი!!!“ – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

 

მაკუნა გოჩიაშვილი: „მე ვეცდები სწორი ინფორმაცია გავავრცელო და თუ ვინმე იფიქრებთ, რომ ჩემი შვილისთვის ბევრს ვითხოვ, ეგეც არ მოგერიდოთ”

თამარ გაბუნია – რაც ყველაზე მეტად საყურადღებოა, არის ის, რომ არ არის ცნობილი მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ ზეგავლენა თირკმელზე, ღვიძლზე და სხვა ორგანოებზე საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივებში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g