LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ სამხარაძე: „ვაშინგტონში ყველა შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ, მეგობრულ ატმოსფეროში ჩატარდა“

118
ნიკოლოზ სამხარაძე

„ვაშინგტონში ყველა შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ, მეგობრულ ატმოსფეროში ჩატარდა – ამ ყველაფერს, რამაც საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიყვანოს ურთიერთობების საბოლოო გადატვირთვამდე და გაჯანსაღებამდე, სჭირდება სამუშაო პროცესში გადაყვანა და მე დარწმუნებული ვარ, ეს სამუშაო პროცესი ძალიან მალე დაიწყება“, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტზე:

„მე შეჯამების სახით შემიძლია ვთქვა, რომ ყველა შეხვედრა როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ძალიან კონსტრუქციულ, მეგობრულ ატმოსფეროში ჩატარდა. განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრებზე როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოში და ომის დეპარტამენტში. ამ შეხვედრებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი, თუმცა ის საკითხები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და ის საკითხები, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, რა თქმა უნდა, საჭიროებს დამატებით სამუშაო პროცესს. ამ ყველაფერს, რამაც საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიყვანოს ურთიერთობების საბოლოო გადატვირთვამდე და გაჯანსაღებამდე, სჭირდება სამუშაო პროცესში გადაყვანა და მე დარწმუნებული ვარ, ეს სამუშაო პროცესი ძალიან მალე დაიწყება“, – განაცხადა სამხარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g