LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ყიფშიძე: “რეაბილიტაცია ხანგრძლივი პროცესია, ოთხ დღეში, ხუთ დღეში არ დამთავრდება, ამას დასჭირდება რამდენიმე თვე”

57
BeFunky-collage (47)

“წნევები, სხვა ლაბორატორიული კვლევები ასე თუ ისე ნორმის ფარგლებშია, რასაკვირველია, რაღაცები კიდევ გამოსასწორებელია. რეაბილიტაცია ხანგრძლივი პროცესია, ოთხ დღეში, ხუთ დღეში არ დამთავრდება, ამას დასჭირდება რამოდენიმე თვე”- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამჟამად სააკაშვილს მკვეთრად გამოხატული სისუსტე აღენიშნება.

,,ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უკვე მოგახსენეს ორივე კონსილიუმის წევრებმა და მე მეტი დასამატებელი არაფერი მაქვს, გარდა იმისა, რომ ჯერ კიდევ არის სისუსტე საკმაოდ გამოხატული. მკურნალობა მიდის გეგმის მიხედვით, ვნახოთ, როგორი იქნება მისი მდგომარეობა მომავალში. როგორც მოგახსენეთ, სუსტად არის, ამდენი დღის შიმშილობის შემდეგ ფეხბურთს მართლა ვერ ითამაშებს ადამიანი.

რაც შეეხება 29-ში სასამართლო პროცესზე დასწრებას, ჩემი აზრით, კი, შეძლებს, მაგრამ ვნახოთ როგორ იქნება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პროგნოზის გაკეთება ასეთ დროს არ არის კარგი, ვინაიდან, მე ვერ დავდებ თავს და ვერ გეტყვით, როდის იქნება უკეთესად.

ძირითად ჩივილებს რაც შეეხება, აქვს ზოგადი სისუსტე. მაგალითად, ადამიანი ავადმყოფობის შემდეგ რომ სუსტად არის, ზუსტად ისეთივე სისუსტე აქვს, არაფერი არაჩვეულებრივი არ არის ამ სისუსტეში. წნევები, სხვა ლაბორატორიული კვლევები ასე თუ ისე ნორმის ფარგლებშია, რასაკვირველია, რაღაცები კიდევ გამოსასწორებელია. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რეაბილიტაცია ხანგრძლივი პროცესია, ოთხ დღეში, ხუთ დღეში არ დამთავრდება, ამას დასჭირდება რამოდენიმე თვე.

თუ ვლაპარაკობთ მხოლოდ იმაზე, რომ საჭმელი ნორმალურად ჭამოს, ამას დასჭირდება ალბათ ერთი თვე, ორი თვე, მაგრამ კიდევ სხვა ორგანოების რეაბილიტაციაა საჭირო, ჩემი აზრით, რამოდენიმე თვე ნამდვილად“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g