LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა კობახიძე: გახსოვდეთ, რომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც 70% აუცრელი და რისკის მატარებელია… ისევ აცრილები გავუფრთხილდეთ მათ სიცოცხლეს…“

424
ninakobaxidze

ბიზნესლიდერთა ფედერაციის თავმჯდომარე, ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში ქვეყნებს სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ ყველას, ვისაც კორონას სიმპტომები აღენიშნება, აცრის არსებობის შემთხვევაში, მსუბუქი მიმდინარეობა აქვს:

„ყველას აქვს კორონა, ვის – ომიკრონი, ვის – დელტა, ვერ ირჩევა -ლუგარის გარდა სხვა ლაბორატორიებში საკმაოდ ძვირია ამის გაგება… ჩემ ირგვლივ აცრილებში ორივე ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს, აუცრელი ნაცნობები, საბედნიეროდ, ცოტანი მყავს, თორემ მათთვის სანერვიულოა დელტაც და ომიკრონიც… ასე უნდა შევხედოთ, აცრილებისთვის მიმდინარეობა ყველა შტამს აქვს მსუბუქი, რამდენადაც ვერ ვარჩევთ მყისიერად, რომელი შტამია. აუცრელებისთვის ყველა შტამი არის დიდი რისკი!

ოდნავ როცა ტანში დაგაჟრიალებთ, ორი-სამი დღე ნუ იმოძრავებთ სხვა სიმპტომების გამოსარიცხად, გახსოვდეთ, რომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც 70% აუცრელი და რისკის მატარებელია… ისევ აცრილები გავუფრთხილდეთ მათ სიცოცხლეს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები