LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნინა წკრიალაშვილის ინტერვიუდან არამხოლოდ გარეწრობის და ბოროტების მასშტაბი ჩანს, არამედ რა საშინელებაა, როცა მძიმე ვითარებაში ჩავარდნილ ახლობელს მორალს უკითხავენ.. მაგარი გოგოა. ძალიან მინდა ბედნიერი იყოს“ – ვიკა ბუკია 

528
Untitled design (1)

ჟურნალისტი ვიკა ბუკია საქართველოში დაბრუნებული მომღერლის, ნინა წკრიალაშვილის პირველ სატელევიზიო ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვიდეო: „უკვე მეოთხეჯერ დამეწყო პანიკური შეტევების ციკლი, ბოლოჯერ უნდა დავიწყო ნულიდან..“ – ნინა წკრიალაშვილის პირველი ინტერვიუ დიდხნიანი პაუზის შემდეგ

„ნინა წკრიალაშვილის ინტერვიუ ვნახე ლელასთან. მოყვა მისი ამბავი, თუ რა გადაიტანა, როგორ გაუჩინარდა საჯარო სივრციდან და როგორ ცდილობს დაბრუნებას. მაგარი გოგოა. ძალიან მინდა ბედნიერი იყოს.

მისი ინტერვიუდან ჩანს არამხოლოდ გარეწრობის და ბოროტების მასშტაბი და ის თუ, როგორც მოექცნენ მას, არამედ კარგად ჩანს, რა საშინელებაა, როცა მძიმე ვითარებაში ჩავარდნილ ახლობელს მორალს უკითხავენ, უხსნიან, რა შეცდომა დაუშვა, რითაც დანაშაულის განცდას კიდებენ. ესეც ბოროტებაა, უბრალოდ გაუაზრებელი, და, როგორც წესი, ამას აკეთებენ აბსოლუტურად დაუფიქრებლად, ოჯახის წევრები, უახლოესი მეგობრები. ისინი სხვებზე მეტად ნერვიულობენ და ნაცვლად უპირობო თანადგომისა, იწყება მსხვერპლი ქალის დამუნათება, განსჯა და ვაი-ვიში, გარჩევა იმისა, როგორ არ უნდა ენდო ყველას, როგორ უნდა იცხოვრო სწორად და ბლა-ბლა.

მორალი უკითხო წაქცეულ ადამიანს და სწორი ცხოვრების გაკვეთილები ჩაუტარო, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ მოუსმინო და გააძლიერო – ეს არის ყველაზე არასწორი, ყველაზე დამაზიანებელი მიდგომა და პრაქტიკულად, ასე სასოწარკვეთის სპირალში კიდევ უფრო ღრმად შეგყავთ თქვენი ახლობელი, საიდანაც გამოსვლა ძნელია.

„ჩცდ“-ში იყო ზუსტად ეს ხაზი და ნინამაც შემთხვევით არ ახსენა ცხადია სერიალი, რომლის სიუჟეტი, სავარაუდოდ, მან გაიგო ყველაზე მკაფიოდ.

აქვე, სხვა გადაცემებიც ვნახე და ლელა ყოფილა ძალიან კარგი ინტერვიუერი“, – წერს ვიკა ბუკია.

ცნობისთვის, ნინა წკრიალაშვილმა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ ქვეყნიდან წასვლის მიზეზებზე, საბერძნეთში ყოფნის პერიოდსა და ბიპოლარულ აშლილობაზე ისაუბრა.

მაკუნა გოჩიაშვილი: „ძალიან მინდა პირადად ვუთხრა – ჰო, ცუდად მოგექცნენ, მოგკლეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდეს.. ამიტომაც ხარ ახლა ასე ცუდად, მაგრამ უმაგრესი გოგო ხარ, რომ არ ჩერდები“ 

ვიდეო: „გავთხოვდი, იმიტომ რომ აქ არ შემეძლო არაფერი, არ ვლაპარაკობდი, საკუთარი ხმა მაღიზიანებდა“ – როგორ იხსენებს საბერძნეთში გათხოვებას ნინა წკრიალაშვილი

„ერთ ღამეში 200 000 ნახვა.. ჩემი სიყვარულის, მონატრებული და მეგობრებისთვის გადადებული გოგო..“ – კახა მამულაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g