ნინა წკრიალაშვილი სანაპიროზე დასვენებას ამჯობინებს და უამრავ ფოტოს აზიარებს ზღვისპირეთიდან, რომლებსაც მის „ფეისბუქ“-მეგობრებს შორის უამრავი მოწონება აქვს.
ნინას თაყვანისმცემლები თამამი ფოტოებით მუდმივად განებივრებული ჰყავს, მაგრამ დიდი ხანია, პროფესიონალური ფოტოსესია არ გადაუღია. ძირითადად, „ფეისბუქზე“ ათავსებს სხვადასხვა ადგილას გადაღებულ ფოტოებს, რომლებსაც სითამამე არ აკლია.
ამჟამად ნინა სამსახურისგანაც ისვენებს. „მარაოს“ გაჩერების შემდეგ, მისი გადაცემაც დაიხურა და ახლა მხოლოდ ძველი გადაცემები გადის ეთერში.