LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინჩო ჯიბლაძე: „ჩვენმა კერძო სკოლებმა დაამკვიდრეს ძალიან ცუდი პრაქტიკა, სკოლაში შესვლისას ბავშვებს გასაუბრებას ფსიქოლოგები უტარებენ, ზოგ ბავშვს კი სკოლაში მიღებაზე უარს ეუბნებიან…“

759
ninchojibladze

ჟურნალის O.K რედაქტორი, ნინჩო ჯიბლაძე კერძო სკოლებში შერჩევითობის არასწორი პრინციპის შესახებ წერს და აღწერს სელექციის პროცესს, რომელსაც არ ეთანხმება.

გთავაზობთ მის სტატუსს:

„მოკლედ, მინდა, ერთ ძალიან მტკივნეულ პრობლემას შევეხო.

ჩვენმა კერძო სკოლებმა დაამკვიდრეს ძალიან ცუდი პრაქტიკა, რაც გულისხმობს სელექციის პროცესს. სკოლაში შესვლისას ბავშვებს გასაუბრებას ფსიქოლოგები უტარებენ, ზოგ ბავშვს კი სკოლაში მიღებაზე უარს ეუბნებიან, თავიანთი „წესების“ მიხედვით უწუნებენ განვითარების დონეს.

საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის, სკოლა როგორ შეასწავლის 5 წლის ასაკიდან ბავშვს მათემატიკას, ქართულს თუ ბუნებას. მე მაქვს მოთხოვნა, ჩემი შვილი აღიზარდოს კარგი ადამიანი, თანამედროვე სამყაროს ნაწილი. ზრუნავდეს ისეთ ბავშვებზე, ვისაც მასზე ნაკლები შეუძლია – მაგრამ არაფრით განსხვავდება მისგან. თანამედროვე სამყაროში სკოლები აკეთებენ ბავშვების სელექციას, ამაზე ხმა უნდა ამოვიღოთ, თორემ დავბრუნდებით იმ წყობილებაში, სადაც დაუნის სინდრომიან ბავშვებს მალავდნენ და ესირცხვილებოდათ ოდნავ ნაკლები განვითარების მქონე შვილი, სადაც ეზოში არ უშვებდნენ სხვადასხვა სპექტრის მქონე ბავშვებს.

კიდევ ვიმეორებ, ეს პრაქტიკა არის სირცხვილი. მინდა ჩემი შვილი იყოს კარგი და კეთილი ადამიანი, ბედნიერი, თავისუფალი, მზრუნველი, გულისხმიერი ადამიანი და არა მათემატიკოსი ან ფილოლოგი პირველივე კლასიდან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები