LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბრეგვაძე: „იმედია დამწუხრებულები არ ხართ..მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ შედეგებით! მუსიკალური კონკურსები არ განსაზღვრავს სამომავლო კარიერას..მადლობა ასეთი განსაკუთრებული სითბოსთვის და სიყვარულისთვის!“

2383
BeFunky-collage (3)

ნინი ბრეგვაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ნინი საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მუსიკალური კონკურსები არ განსაზღვრავს სამომავლო კარიერას.

ვიდეო: „ჩემი კარიერა ახლა იწყება“ – ნინი ბრეგვაძე The Voice-ს ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა – ნახეთ მომღერლის ბრწყინვალე შესრულება და მისი მწვრთნელის ემოციები

„მეგობრებო იმედია დამწუხრებულები არ ხართ, იმიტომ რომ მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ შედეგებით! რა თქმა უნდა მინდოდა ფინალში ყოფნა, თუმცა ამ შოუს მაყურებლის ხმების მოპოვება არც თუ ისე მარტივია და ეს თავიდანვე მიღებული და გააზრებული მქონდა. ის რომ ნახევარფინალში მოვხვდი, როგორც თავად პროექტის შემქმნელები ამბობენ საუკეთესო სეზონში, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. თუმცა მუსიკალური კონკურსები არ განსაზღვრავს სამომავლო კარიერას და ერთი სული მაქვს გავაგრძელო ჩემი საყვარელი საქმის კეთება!

თქვენ უდიდესი მადლობა ასეთი განსაკუთრებული სითბოსთვის და სიყვარულისთვის!“ – წერს ნინი ბრეგვაძე.

ცნობისთვის, ნინი ბრეგვაძე ამერიკულ „ვოისს“ გამოეთიშა.

ნინის ფინალურ ტურში მოსახვედრად ხმების საჭირო რაოდენობა არ ეყო.

 

„აი ასეთია უფილტრო, უშუალო და ნამდვილი ვარსკვლავი“ – საბა ვაჩიბერიძე ნინი ბრეგვაძის ამაღელვებელ კადრებს გვიზიარებს

„ნინის ეს შესრულება „გრემის“ იმსახურებს“ – ცნობილი გამოცემა ამერიკულ Voice-ში ნინი ბრეგვაძის ბოლო გამოსვლას უმაღლეს შეფასებას აძლევს

ვიდეო: „შენ ხარ ყველაზე იშვიათი ადამიანი, რომელიც ამ შოუში ვნახეთ.. ვიცი, რომ შენს უამრავ ჩანაწერს გაყიდი“ – ემოციური დიალოგი ნინი ბრეგვაძეს და ნაილ ჰორანს შორის ხმების გაგებამდე

ვიდეო: „ჩემი კარიერა ახლა იწყება“ – ნინი ბრეგვაძე The Voice-ს ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა – ნახეთ მომღერლის ბრწყინვალე შესრულება და მისი მწვრთნელის ემოციები

ვიდეო: „ეს იყო დაუჯერებელი“ – ნინი ბრეგვაძემ The Voice-ის ნახევარფინალში ფურორი მოახდინა: ნახეთ, როგორ შეაფასა ჟიურიმ მისი გამოსვლა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები