ნინი შერმადინი ბოლო რამდენიმე წელია, აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. საქართველოში ჩამოსვლას წელიწადში ორჯერ მაინც ახერხებს ხოლმე, რადგან მას აქ ყველაზე ძვირფასი ადამიანი, მარიამი ელოდება. ახლაც, მისი დაბადების დღისთვის გამოიყენა შვებულება და სიუპრიზად ჩამოვიდა შვილის გასახარებლად.
ნინის „ძველ მეტეხში“ შევხვდით ფოტოების გადასაღებად და სასაუბროდ.
ნინი შერმადინი:
ძალიან უცებ მომიწია ჩამოსვლამ. მარიამოს დაბადების დღეზე სიურპიზი გავუკეთე სიუპრიზი, 9 წლის გახდა და მინდოდა ძალიან, გამეხარებინა. სულ 10 დღით მქონდა შვებულება სამსახურიდან. ფაქტობრივად, ვერავის და ვერაფრის ნახვა ვერ მოავსწარი. ძირითადი დრო ჩემს შვილს დავუთმე, რომ ცოტა ხანს მომესურვილებინა და მომეკლა ის გიჟური მონატრება, რაც სამწუხაროდ, თან ახლავს დედა-შვილის განშორებას. იმით ვიმშვიდებ თავს, რომ ჩემი შვილის მომავლისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რომ მას ყველაფერი ჰქონდეს, რაც მე მაკლდა და ჩემნაირი რთული გზა არ გაიაროს წარმატების მისაღწევად.
რამდენჯერ ახერხებ ჩამოსვლას საქართველოში?
წელიწადში ორჯერ მაინც, გააჩნია, რამდენ ხანს მაძლევენ ხოლმე შვებულებას სამსახურიდან. როგორც კი პატარა დროს გამოვნახავ, მაშინვე აქეთ მოვრბივარ. სულ მენატრება საქართველოში ყველა და სულ მინდა ჩემს სახლში ყოფნა. რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ ამერიკის ძალიან, რადგან მიმიღო და გულში ჩამიხუტა. საწუწუნო არაფერი მაქვს, მაგრამ როგორც ამერიკელები იტყოდნენ, „სახლი იქაა, სადაც შენი გულია“. ვრცლად