LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი წიკლაური: „ეს ის თაობაა, ქართულის ცოდნა რომ „ეპაზორება“ და ინგლისურს სხლავს“

216

„პროფილის“ გუშინდელ გადაცემა საკამოდ აქტუალური აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ თემა განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები იყო. „პროფილმა“ რამდენიმე გამოკითხვა ჩაატარა სხვადასხვა რეგიონში და სვამდა შეკითხვებს, როგორიცაა – „რა მოხდა 27 სექტემბერს?“, „უნდა გადმოასვენონ თუ არა დათა თუთაშხია ზუგდიდიდან თბილისში?“, „რამდენი ასოა ქართულ ანბანში“, „რატომ მოიკლი ილია ჭავჭავაძემ თავი“ და ა.შ. ერთ-ერთი პასუხის მიხედვით, ილია ჭავჭავაძემ თავი სიყვარულის გამო მოიკლა…

გადაცემას სოცქსელში გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორისაა მომღერალი ნინი წიკლაური, რომელმაც ამ საკითხზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:

„წუხანდელმა „პროფილის“ გამოკითხვამ ისე შემაძრწუნა, დილაა და ემოციებს კიდევ ვერ ვმალავ. სკოლა რომ დავამთავრე ზუსტად ჩემ შემდეგ კლასს მოუწია ეროვნული გამოცდები და ღმერთს დღემდე მადლობას ვეუბნები, რომ გადამარჩინა რობოტიზმს. აი, ის გამოცდები ვაბარე, ერთი მაგალითის ამოხსნისთვის გამოცდაზე მწვანე, 12-ფურცლიან რვეულს რომ ვავსებდი და ყდაზე ვამთავრებდი ამონახსნს, ურთულეს თემებს ვამუშავებდი, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიას ცალ-ცალკე რომ ვსწავლობდი, ასევე ქართულ ლიტერატურასა და გრამატიკას.

14445362_10209277155098997_965843477_nაბსოლუტურად ვეთანხმები შაშკინს, რომელმაც დაზომბებული მოსწავლეები აღნიშნა, მხოლოდ გამოცდის ჩასაბარებლად რომ იზეპირებენ საკითხებს და ტესტებს. ბოლო-ბოლო ინტუიციით შემოხაზავ და „გაარტყამ“, შეიძლება, სრულიად უცოდინარმა იმდენ სწორ პასუხს „გაარტყა“,რომ 100%-იან გრანტსაც გამოჰკრა ხელი.

ეს ის თაობაა, ქართულის ცოდნა რომ „ეპაზორებათ“, სამაგიეროდ ინგლისურს „სხლავენ“!!!!. დღევანდელი განათლების სისტემა არ ამუშავებს მოსწავლეს წიგნთან ან რვეულთან .ცოდნა კი მუშაობაშია. პირდაპირ პასუხს არ უნდა ხაზავდე, უნდა ხსნიდე და გამოგყავდეს პასუხი. ამას ისეთი გაბრაზებული ვწერ, არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო.

დააბრუნეთ სწორი გამოცდები, წიგნები და რვეულები სკოლებში!!!!!!!!!“ – აღნიშნავს ნინი წიკლაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g