LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნინის ეს შესრულება „გრემის“ იმსახურებს“ – ცნობილი გამოცემა ამერიკულ Voice-ში ნინი ბრეგვაძის ბოლო გამოსვლას უმაღლეს შეფასებას აძლევს

3507
ნინი-ბრეგვაძე1

ონლაინ მედია „The InspireMore“  ამერიკული The Voice-ის ნახევარფინალში ნინი ბრეგვაძის გამოსვლას სტატიას უძღვნის. მიუხედავად იმისა, რომ ნინიმ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო და ფინალს გამოეთიშა, გამოცემა წერს, რომ მის მიერ შესრულებული ჯეიმს ბონდის ფილმის საუნდტრეკი, ფენომენალური იყო.

ბილი აილიშმა სიმღერა „No Time to Die“ ძმასთან ერთად, სპეციალურად „ჯეიმს ბონდისთვის“ დაწერა, თუმცა როგორც გამოცემა წერს, ნინიმ პირველი ნოტიდანვე, სიმღერა სულ სხვა ვერსიად აქცია და ისე შეასრულა, თითქოს მისი საკუთარი სიმღერა ყოფილიყო.

სტატიის მიმომხილველი კესი ბიორკი წერს, რომ ნინის შესრულებას განსაკუთრებით მოუხდა დრამატული ანტურაჟი სცენაზე და ვიოლინო, რომელიც ამ ფანტასტიკურ ნომერს აფორმებდა:

„ნინის ეს შესრულება იმსახურებს გრემის“ – წერს ავტორი.

ვიდეო: „შენ ხარ ყველაზე იშვიათი ადამიანი, რომელიც ამ შოუში ვნახეთ.. ვიცი, რომ შენს უამრავ ჩანაწერს გაყიდი“ – ემოციური დიალოგი ნინი ბრეგვაძეს და ნაილ ჰორანს შორის ხმების გაგებამდე

ვიდეო: „ჩემი კარიერა ახლა იწყება“ – ნინი ბრეგვაძე The Voice-ს ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა – ნახეთ მომღერლის ბრწყინვალე შესრულება და მისი მწვრთნელის ემოციები

ვიდეო: „ეს იყო დაუჯერებელი“ – ნინი ბრეგვაძემ The Voice-ის ნახევარფინალში ფურორი მოახდინა: ნახეთ, როგორ შეაფასა ჟიურიმ მისი გამოსვლა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები