LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ბურჯანაძემ პარტიის სახელწოდება შეცვალა

875
0fac8fbd5510b52575e28c2bcefbad3a

შერატონ მეტეხი პალასში” ნინო ბურჯანაძის პარტიის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა. პარტიის სახელწოდებაში ცვლილებაა და მას დღეიდან “ერთიანი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა” ჰქვია.

ცვლილებას 439-მა დამსწრე დელეგატმა დაუჭირა მხარი. ასევე პარტიის თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძე აირჩიეს. პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში კი ნინო ბურჯანაძის შვილს ანზორ ბიწაძეს დაუჭირეს მხარი. მოგვიანებით განისაზღვრება პარტიის ახალი სიმბოლიკა და გერბიც.

პარტიის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ცვლილებებს იმ არგუმენტით ხსნის, რომ 2020 წლის აჩევნებისთვის ემზადებიან. მისივე თქმით, ცვლილებების მიზანია პარტიის საქმიანობის გაძლიერება და ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ასევე საქართველოს 30-წლიანი პოლიტიკური ჩიხიდან დახსნაა.

“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანზორ ბიწაძე ამბობს, რომ კონფერენციების მიზანია, ამომრჩეველს ესაუბრონ იმის შესახებ, თუ რა ცვლილებებია ქვეყნისთვის უმთავრესი.

„ამ კონფერენციების დანიშნულება, პირველ რიგში, იქნება ის, რომ პირდაპირ ურთიერთობაში შევიდეთ ჩვენს ამომრჩეველთან, პირდაპირ გავაგებინოთ ხალხს, რა ცვლილებებია ქვეყანაში სასწრაფოდ საჭირო. მთავარი პოლიტიკურ გზავნილი არის ერთიანი საქართველო, ეს არის ის უმთავრესი მესიჯი, რაც გახლავთ ჩვენი დღევანდელი შეკრების. დღეს, საქართველოს სჭირდება ერთიანობა, ტერიტორიული მთლიანობა და საზოგადოების ერთიანობა უკეთესი ცვლილებებისთვის,“ – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი, გიორგი ახვლედიანი, პრობლემების მოგვარების გზად, რუსეთთან დიალოგს ასახელებს.

„ლაკონურად რომ ვთქვათ, ეს არის მზადება ეროვნული სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად. ეს არის მოცემულობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის გარდაუვალი აუცილებლობა, ვესაუბროთ ყველაზე უხერხულ მეზობელს ოკუპანტს, მტერს, მაგრამ უნდა ვესაუბროთ, უნდა ვესაუბროთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემები მოვაგვაროთ. ჩვენ ვხედავთ, რომ 25 წელიწადია ვტკეპნით ერთ ადგილს და უკან უკან მივდივართ. ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს, არის ვესაუბროთ იმათ, სადაც არის შესაძლებელი ამ პრობლემების მოგვარება დაიწყოს,“ – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

ყრილობას, საქართველოში აკრედიტირებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/806857783048179/?__xts__[0]=68.ARD5dSif6jEClP57LnzoWWLaMf7HHOkHwwTNffEdyp8fBS3prJCic0JM2J5gBYSoKzYHJgtVIgJz9X3Faxx44_f5s3s8sM8W_IiA1fxqOxoEG7qHkdBZ_UFb98jYZfNYb7jgKZfBw2PdVTRWFR4OfGGPBw9PBLcNB86GzwToFbPbZu5g6m0NXY-7I3gm2e_RA9pqGJQIJhmsG9FtA8n_p6gbBf13SQ8WIpHVekrAkJf43NcjWR4iREXUKrHaUqYfQ8WuuZdnaPsnt0Klrw5RP9kSBudiQGluA8Vnkp7Q4PO3TA2fB-yVhNFyS6hsNsIBGiHzVRoyYy1g&__tn__=-R

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g