სამოდელო სააგენტო Look Modéls Managemént -ის დამფუძნებელი და მატილდა გვარლიანის სამოდელო აგენტი, ნინო ცქიტიშვილი ადასტურებს იმის შესახებ ინფორმაციას, რომ მატილდა გვარლიანი Victoria Secret-მა შოუზე დაამტკიცა.
ამის შესახებ ნინო სოციალურ ქსელში წერს.
„ნამდვილად გიდასტურებთ!! ქასთინგის შემდეგ ამ სიახლეს ყოველ დღე მოუთმენლად ველოდებოდი და აი ისიც! 3 კვირის წინ მატილდა გვარლიანი Victoria Secret-მა შოუზე დაამტკიცა!!! ვიცოდი ადრე თუ გვიან ქართველი გოგონა აუცილებლად გაივლიდა VS შოუზე და ისიც ჩვენი სააგენტოდან.
Victoria Secret-მა ჩვენთვის არაჩვეულებრივი come back-ი გააკეთა!!!
უყურეთ შოუს ლაივში 15 ოქტომბერს 7 საათზე ნიუ-იორკის დროით,“ – წერს ნინო.