„გარკვეულ უბნებზე ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის რაოდენობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს გამორიცხულ, ან არაბუნებრივ მახასიათებლებს. მაგალითად, 62 საარჩევნო უბანზე, რეგისტრირებული სიიდან კაცი ამომრჩევლის რაოდენობა 80-100%-მდე იყო, ქალების 57%“, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა, ნინო დოლიძემ განაცხადა.
ISFED-ის ხელმძღვანელმა თავის გუნდთან ერთად საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
დოლიძის განმარტებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა რაოდენობაზე დაკვირვების შედეგად ორგანიზაციამ საყურადღებო ტენდენცია გამოავლინა გენდერულ საკითხთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, არსებობს საარჩევნო უბნები, სადაც მამაკაცთა აქტივობა უფრო მაღალია, ვიდრე უბანზე რეგისტრირებულ საარჩევნო სიაში კაცი ამომრჩევლის რაოდენობა.
ნონა ქურდოვანიძე: „მასშტაბები რომ წარმოვიდგინოთ… სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა საიას 12 საქმე, ასევე, 14 საჩივარი, რომელიც დაახლოებით 150-მდე უბნის შედეგების ბათილობას ეხება. ჯერ ისევ ახსნა-განმარტებების ეტაპზე ვართ“
„დაახლოებით 150-მდე უბნის შედეგების ბათილობას ეხება. ანუ ჯამში 26 საქმე განიხილება ერთად.“
„26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა რაოდენობას, რომ დავაკვირდით გამოვავლინეთ საყურადღებო ტენდენცია გენდერულ საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენ მივმართეთ ცესკოს და გამოვითხოვეთ ინფორმაცია, ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით, ქალებისა და კაცების მიხედვით.
მოწოდებული ინფორმაციის პირველადმა ანალიზმა გამოკვეთა, რომ გარკვეულ უბნებზე ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის რაოდენობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს გამორიცხულ, ან არაბუნებრივ მახასიათებლებს. მაგალითად, 62 საარჩევნო უბანზე, რეგისტრირებული სიიდან კაცი ამომრჩევლის რაოდენობა 80-100%-მდე იყო, ქალების 57%.
გარდა ამისა ზოგიერთ უბანზე გამოიკვეთა ფაქტები, როდესაც ამომრჩევლის აქტივობა, თეორიულ მაჩვენებელს უტოლდება, ზოგიერთ უბანზე მისული კაცი ამომრჩევლის რაოდენობა, უფრო მეტია ვიდრე ამავე უბანზე სიაში რეგისტრირებული მამაკაცთა რაოდენობა, რაც ვალიდურობის შემთხვევაში, უბნებზე მანიპულაციაზე მიუთითებს.
ასევე, გამოვლინდა, რომ 275 საარჩევნო უბანზე ერთიანი სიიდან კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის მაჩვენებლების სხვაობა – 20 პროცენტულ პუნქტზე მაღალია. გვაქვს 23 საარჩევნო უბანი, სადაც კაცი ამომრჩევლების აქტივობა, აღემატება ამომრჩეველთა სიაში მამაკაცთა რაოდენობას“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.
ISFED: „სააპელაციო სასამართლომ 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა“
ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს.