LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ჯანგირაშვილი პრაიდზე მიდის: „თავს დავიცავ ყველანაირი გზით. დამარტყამთ, დაგარტყამთ!“

459
ninojangirashvi;linews

„კავკასიის“ ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს სტატუსს, სადაც „პრაიდის“ გამართვას მხარს უჭერს და აღნიშნავს, აქციას აუცილებლად შეუერთდება.

გთავაზობთ მის პოსტს:

„ცოტა არ იყოს რთული ცხოვრება მქონდა და მაქვს, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ არ ვარ და არც არასოდეს ვიქნები იქ და იმ მდგომარეობაში, სადაც კითხვაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა პრაიდი და უნდა დავიცვათ თუ არა უმცირესობების უფლებები, მომიწევს შევიშმუშნო და ვიბოდიალო – იცით, რა… კი, მაგრამ… უფლებები უნდა დავიცვათ, მაგრამ…. და მსგავსი ნაგავი.

მოკლედ, გავდივარ სოლიდარობისთვის ღირსების მარშზე. ყველა ადამიანი თანასწორია და თანასწორობა ნიშნავს არა მხოლოდ “ეგდე შენთვის და არ გცემ“–ის უფლებას, არამედ ბედნიერების, თავისუფლად სუნთქვის, თვითრეალიზაციის, წარმატების უფლებას. ვიღაცები კუნთებზე იყურებიანო და იმუქრებიანო, ჰოდა, ძვირფასო სახელმწიფოვ, თუ ჩემამდე მოუშვებ ველურებს და ვინმე შემეხება ფიზიკურად, თავს დავიცავ ყველანაირი გზით. დამარტყამთ, დაგარტყამთ! წერტილი!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g