LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს

120
BeFunky-collage (6)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ კალანდაძე სოციალურ ქსელში წერს. არსებული ინფორმაციით, ის “დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით” არის უწყებაში დაბარებული.

„მეგობრებო, ბევრი თქვენგანი მირეკავს. არ წყდება ჟურნალისტების ზარები. ამიტომ, ყველას ერთად გიპასუხებთ:

ვადასტურებ, რომ დამიკავშირდა გენერალური პროკურატურის გამომძიებელი, გამოკითხვაზე ჩემს დასაბარებლად. ვინაიდან მაქვს უფლება, გამოკითხვა ჩატარდეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ცხადია, პროკურატურაში მისვლას სწორედ ეს გზა ვარჩიე. ამ ეტაპზე, გამოკითხვის თარიღი ჩემთვის უცნობია.

რაც შეეხება საკითხის შინაარსს, დემოკრატიულ ქვეყანაში ვიტყოდი, რომ წარმოდგენაც კი მიჭირს, რა შეიძლება იყოს ჩემი დაბარების მიზანი, მაგრამ იმ სამწუხარო რეალობაში, როცა კონკრეტულ საქმეზე უკვე არსებობენ სრულიად უდანაშაულო სინდისის პატიმრები და მათზე საერთაშორისო თანამეგობრობა დუმს, და როცა ხელისუფლება ცდილობს საკუთარი ნაგავრილოვარი იმიჯის გათეთრებას, წარმოუდგენელი ან დაუჯერებელი უკვე აღარაფერია…“, – წერს კალანდაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g