გერმანიაში მოღვაწე ცნობილი მწერალი, არაერთი ბესტსელერის ავტორი, ნინო ხარატიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაიყვანონ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.
ნინო ხარატიშვილი წერს:
„რატომ არ გვინდა, წარსულმა რაიმე გვასწავლოს, საკუთარმა შეცდომებმა ოდნავ მაინც თვალები აგვიხილოს, ცოტათი უკეთესები მაინც გავხდეთ, რატომ არ გვინდა?!!!!!
ორი ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია. წერტილი. ამიტომ #გადაიყვანეთ!“