LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ხარატიშვილი: „რუსულ კანონს არა – არა! ერთი წლის წინაც არა და ახლაც არა! არც მომავალ წელს არა! აღარასოდეს არა!“

167
ნინო

მწერალი ნინო ხარატიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ხელახლა ინიცირებას ეხმაურება.

ამის შესახებ ხარატიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ალა” რუსულ კანონს არა – ა რ ა! ერთი წლის წინაც არა და ახლაც არა! არც მომავალ წელს არა! აღარასოდეს არა! არ უნდა იყოს მგონი რთული გასაგები, მას შემდეგ, რაც შარშან მოყვა ამ კანონის შემოღების მცდელობას და როცა უკვე ევროპა პირდაპირ გესაუბრება ამ კანონის მიღების შედეგად გაჩენილ საფრთხეზე, როცა გვიცხადებენ, რომ ეს კანონი შეუძლებელს გახდის ევროინტერგრაციას, და ა. შ… წესით აღარ უნდა უჩნდებოდეს ჩვენს მთავრობას ამ კანონზე სიტყვის დასველების სურვილიც კი, მაგრამ სამწუხაროდ არ ვართ ასეთი გონებამახვილი ხელისუფლებით განებივრებულები და სამწუხაროდ, ჩვენი მოკლე მეხსიერების იმედზე არიან, მაგრამ ჩვენი მეხსიერება კარგად ფუნქციონირებს და ამიტომ კვლავ პროტესტის მეშვეობით მოგვიწევს შევახსენოთ ჩვენი პოზიცია:

რომ არ დავუშვებთ ამ კანონს, არც მაშინ და არც ახლა!

ეს “ჯაშუშების” მითი და გაუთავებელი, უხილავი მტრის ხატის შექმნა უწყობდა ხელს საბჭოთა კავშირშიც და პუტინის რუსეთშიც ამ ტოტალური პარანოიის დამკვიდრებას, რის შედეგადაც ჩვენი ჩრდილოეთ მეზობელი კრონოსად იქცა, რომელიც ბოლოს საკუთარი შვილების ჭამას შეუდგა!

არაა საჭირო არარსებული მტრის გამოძერწვა! არც “ჯაშუშების” ძიება არასამთავროებსაა თუ სხვადასხვა ფონდებში, რომლებიც საქართველოში სოციალურ, საგანმნათლებო, ადამიანთა უფლებების თუ სამედიცინო სექტორებში განვითარებას უწყობენ ხელს და უამრავ პროექტს ახორციელებენ, უამრავ ადამიანს ასაქმებენ.

ჩვენი მტერი რეალურია, ჩვენ მას კარგად ვიცნობთ და ის დღემდე ჩვენს ტერიტორიაზე დგას, მავთულხლართს მიღმა და თვალებში გვიყურებს!“ – წერს ნინო ხარატიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g