LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლეჟავა: „ყურძნის კრეფაში დღეში 40 ლარს მიხდიდნენ, 20 დღეში ვიღებდი სოფელში იმდენს, რამდენსაც აქ, დღე და ღამეს რომ ვასწორებ…“

30513
ninolejava

მსახიობი ნინო ლეჟავა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელშიც უამრავი ადამიანია ჩავარდნილი დღეს, „ტვ პირველის“ შუადღის გადაცემასთან საუბრობს. კითხვაზე, როგორ უმკლავდება გაძვირებულ ფასებს, ასე პასუხობს:

„ზოგჯერ კიოსაც მეძახიან. რამდენადაც შემიძლია, არ ვჩერდები, ვფაფხურობ და ღმერთს მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ გამძლეობა მომცეს. პანდემია დაიწყო თუ არა, ჩაიკეტა თეატრები, უსაქმურობა არ შემიძლია. სახლის ქვევით ზოომაღაზიაში გამყიდველად დავიწყე მუშაობა. წავედი სოფელში, ბრიაგადასთან ერთად ვიარე და ყურძენი ვკრიფე. გული მწყდებოდა, რომ თეატრმა გამომიძახა, ისეთი კარგი ადამიანები დავტოვე იქ… შვიდი საათი სამუშაო დღეა. კრეფ ყურძენს, გამოდიხარ და გეძლევა 40 ლარი. რაც მე თვეში ვიღებ დღე და ღამე სამუშაოში, იქ გამომდიოდა 20 დღეში. მიუხედავად ამისა, ყოველდღიური საკვები ფული ეს არ იყო. რეგიონში უფრო მეტად გაძვირებული აღმოჩნდა საკვები სწორედ საწვავის გამო, დისტრიბუციის გამო. სოფლის კვერცხი ფასი ინკუბატორის ფასს გაუთანაბრდა. უკვე ვიცი წინასწარ, რა ეღირება ჩურჩხელა… არ ვიცი, ახალი წელი ჩვენთვის არ არის, პენსიონერისთვის, მით უმეტეს. კომუნალურებზე ლაპარაკიც ზედმეტია. წელს, ალბათ, სუბსიდირებაც არ იქნება, მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის. პანდემიის დროს ეს სუბსიდირება მაინც გვიხაროდა… ყველაზე გულდასაწყვეტი კიდევ, იცით, რა არის? რაც უნდა ვისაუბროთ, არაფერი გამოსწორდება, ყოველ შემთხვევაში, ამ პერიოდში…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g