LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ივერი მელაშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს

112
ნინო-ლომჯარია

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ კარტოგრაფების საქმეში ბრალდებული, ივერი მელაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაც იქნება, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს. ნინო ლომჯარიას შეფასებით, ბრალდებულების მიმართ აგრესიული განწყობების ჩამოყალიბებას, ხელი საქმის პოლიტიზირებამ შეუწყო.

“ამტკიცებდნენ, რომ ჩადენილია დანაშაული და ამ დანაშაულის მონაწილე პირები სამშობლოს მოღალატეები არიან. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა. ვფიქრობ, რომ მსგავსი განცხადებები ბრალდებულების მიმართ არა მარტო აგრესიას ახალისებს, არამედ საზოგადოებრივი მართლმსაჯულების განხორციელების რისკს აჩენს. აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, რათა საქმესთან დაკავშირებით გარემოებები შესწავლილ იყოს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაც იქნება, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს“,-  განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს ერთ-ერთ მაღაზიაში მოქალაქემ “მოღალატე” , „გამყიდველი“ უწოდა.

magti 5g