LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლომჯარია პროკურატურას ხორავას ქუჩის საქმეზე დამნაშავე სხვა პირთა მიმართ გამოძიების დაწყებას სთხოვს

85

სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში მონაწილე სხვა დამნაშავეების გამოსავლენად.

როგორც ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ადასტურებს მომხადარი ტრაგედიის შემდეგ წარმოშობილ ეჭვებს, რომ გამოძიებამ გარდაცვლილი სარალიძის მკვლელობში დამნაშავე პირები სრულად ვერ გამოავლინა.

„ხაზგასმით მსურს აღვნიშნო ამ მიმართულებით გამოძიების დაწყების საფუძველი უკვე არსებობდა, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არსებობდა ექსპერტიზის დასკვნა, რომ მისთვის სასიკვდილო ჭრილობა არ იყო მიყენებული გამოძიების მიერ მოპოვებული იარაღით. კითხვები არსებობს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ფაქტზე. სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატრას, გააცნოს ყველა სხვა მიმდინარე საქმის მაასალები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პროკურატურას, დაიწყოს სხვა პრითა მიმართ გამოძიება,“ –  განაცხადა ლომჯარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები