ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო გადაწყვეტილებას ეხმიანება ელჩის საქართველოდან გაწვევასთან დაკავშირებით და აღნიშნავს: „ვისაც ომში წასვლა გინდათ, გაჰყევით ზელენსკის გაწვეულ ელჩს“.
მის ამ განცხადებას ასევე ჟურნალისტი, მანანა მანჯგალაძე ეხმაურება:
„მეგობრებო, ასეთების გამო თქვენ არ უნდა გრცხვენოდეთ. ნუ წერთ, რომ ქართველობის გამო გრცხვენიათ… ამ ქვეყანამ იბრძოლა აფხაზეთში, ამ ხალხმა იბრძოლა 2008-ში… სულ იბრძვის და ნურც ღარიბაშვილის, ნურც კობახიძის და იმ კაცის პარლამენტის ისტორიაში გინების გამო რომ შევა, ისედაც ხომ ვიცოდით, ტვინი ფეხებში რომ ჰქონდა…“