მსახიობი ნინო მუმლაძე ჟურნალ „სარკეს“ იმის შესახებ უყვება, რატომ ჩაიქნია ხელი წონის რეგულირებაზე დიეტების საშუალებით:
„ჩემი რეკორდი მინუს 20 კილოგრამი იყო, მაგრამ მე ვარ იმ ტიპის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება დიეტაზე უნდა იყოს და ვარჯიშობდეს. მაქვს პერიოდები, როცა შემართებით ვუტევ წონას, შემდეგ არის პერიოდები, როცა ეს ყველაფერი ძალიან მბეზრდება. ახლა ისევ მოვიმატე და ცოტა გული მწყდება. ალბათ, ამინდები რომ გამოვა და ხასიათი უკეთესობისკენ შემეცვლება, ისევ დავუბრუნდები ამ რეჟიმს.
პირად ცხოვრებაში რა ხდება?
სტაბილურად ვითარდება ჩვენი სიყვარულის ამბავი. ხომ გაგიგიათ, შეყვარებული ადამიანი განსაკუთრებულად ზრუნავს თავის გარეგნობაზე. მე კი მგონია, რომ ამ გრძნობამ უფრო მომადუნა. რამდენიმე დღის წინ ჩემმა ბიჭმა მითხრა, კარგი იქნებოდა, ცოტა რომ დაგეკლოო… ვეთანხმები, ნაკლები კილოგრამები უფრო მეტად მომიხდება, მაგრამ რაც კი თავისუფალი დრო მაქვს, სულ მასთან ვატარებ და როდისღა ვივარჯიშო?!“
ნინო მუმლაძე: „ვარჯიში სიყვარულით ჩავანაცვლე…“
ნინო მუმლაძე ქორწინებისთვის მზად არის: „წელს კარგი ცვლილებები მოხდა…“