LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილზე: „მისი მდგომარეობა სტაციონარულ მკურნალობას ნამდვილად აღარ ითხოვდა“

150
ნინო ნადირაძე, მიხეილ სააკაშვილი

„ვი­ვა­მე­დის“ დი­რექ­ტო­რის, ნინო ნა­დი­რა­ძის განცხადებით, პატიმარ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯანმრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა აღარ იძ­ლე­ო­და იმის სა­ფუძ­ველს, რომ მას გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა მკურ­ნა­ლო­ბა სტაცი­ო­ნა­რის პი­რო­ბებ­ში.

„პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში, საკ­მა­ოდ ნორ­მა­ლუ­რად და კარ­გად იყო. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არა­ნა­ი­რად არ იძ­ლე­ო­და იმის სა­ფუძ­ველს, რომ მას გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა სტა­ცი­ო­ნა­რის პი­რო­ბებ­ში მკურ­ნა­ლო­ბა. სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბას ნამ­დვი­ლად აღარ ითხოვ­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, გა­წე­რილ იქნა შე­სა­ბა­მი­სი ჩა­ნა­წე­რით, რო­გორც სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვებ­ში ხდე­ბა. ეც­ნო­ბა ეს პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს და გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კი­დან,” – გა­ნა­ცხა­და ნინო ნა­დი­რა­ძემ „რუსთავი 2“-თან სა­უბ­რი­სას.

პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან ციხეში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. როგორც უწყების მიერ 12 ნოემბერს, 20:26 წუთზე გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, გადაწყვეტილება მისი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ მკურნალი ექიმის დასკვნას ეფუძნება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ გადაყვანის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა არც ოჯახი და არც ადვოკატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g